გრიპისგან განსხვავებით, კოვიდინფიცირებული ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები მაღალი რისკის პაციენტებად არ მიიჩნევიან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში ისაუბრა.
„მცირე ასაკის ბავშვების შემთხვაში, რა საკვირველია, რაღაც ტიპის გართულებები აღწერილია მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში რაიმე სერიოზული შემთხვევა და, ღმერთმა დაგვიფაროს, არც ლეტალური შემთხვევა არ გვაქვს, თუმცა, ერთი მოზარდი არის, ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.