ამერიკელმა მსახიობმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა გულზე მორიგი ოპერაცია გადაიტანა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„მადლობა კლივლენდის კლინიკის პერსონალს, რომლებმაც ახალი აორტული სარქველი ჩამიდგეს. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ და უკვე ვსეირნობ კლივლენდის ქუჩებში“ - წერს შვარცენეგერი.