გრიგოლ ვაშაძე: სააკაშვილთან მიკამათია, შენიშვნები მოუცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიტოვებდა მე, სამჯერ არ დავუჯერე საკადრო საკითხებზე და დღემდე ძაღლის ნაკბენივით მაქვს

გრიგოლ ვაშაძე: სააკაშვილთან მიკამათია, შენიშვნები მოუცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიტოვებდა მე, სამჯერ არ დავუჯერე საკადრო საკითხებზე და დღემდე ძაღლის ნაკბენივით მაქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ კომენტარს არ გააკეთებს პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი.

„თქვენ იცით, რომ არავის კომენტარზე მე კომენტარს არ ვაკეთებ. ტელეფონი გაქვთ, დაურეკეთ და ავტორს დაელაპარაკეთ. მე ერთი რაღაც შემიძლია, გითხრათ, იმ ოთხ კრიზისს, რომელშიც საქართველო ჩაფლულია -სოცალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული, დაემატა მეხუთე უბედურება, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, „რესპუბლიკური პარტიის“ ყველა წევრს და ჩვენ, ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მშობლებს ერთნაირად ემუქრება და აგურებია, რომლის მაგივრად მართლა უნდა გავერთიანდეთ, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, რადგან ყველა ქართველსა და საქართველოს მოქალაქეს მობეზრდა ნიღბის ტარება, დაკეტილი თეატრები, პანიკა და ყოველდღე ბატონი გამყრელიძისა ან ცერცვაძის განცხადებები იმაზე, რომ დღითიდღე იზრდება ეს. ამიტომ პატიოსნად გეუბნებით, რას იტყვის ხელისუფლება, სახლში დაჯექითო? დავჯდები სახლში. იტყვის ეს წამალი დალიეთო – დავლევ ამ წამალს. მინდა, რომ ჩემი სამშობლო ამ უბედურებისგან რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს“, – აცხადებს ვაშაძე.

ამასთან, ვაშაძეს არ სურს კომენტარის გაკეთება სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომ არასდროს ჩარეულა სამართალდამცავი ოპერაციის დეტალებში.

„არ ვაკეთებ არავის კომენტარებზე კომენტარს, რადგან ყველა კომენტარს ჰყავს ავტორი და მე არავის არ დავუნიშნივარ ამ კომენტარების კომენტატორად. მე შემიძლია, სხვა რაღაც გითხრათ – მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელთანაც მე ხუთი წელი ვიმუშავე და ვამაყობ იმით, რომ ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვამაყობ, რომ დაცვის გარეშე დავდივარ ქუჩაში, არაფერი არ მხვდება ხვევნა-კოცნის გარდა. არასოდეს მიხეილ სააკაშვილი არ ჩარეულა ჩემს საქმიანობაში. ყოველთვის გვქონდა კოლეგიალური ურთიერთობა და გვიკამათია, შენიშვნები მოუცია, არ დათანხმებულა ჩემს აზრს, მაგრამ ყოველთვის იყო ისე, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მიტოვებდა მე, სამჯერ არ დავუჯერე საკადრო საკითხებზე და დღემდე ძაღლის ნაკბენივით მაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Aburjga Tasmanieli Вашадзе - ვამაყობ, რომ დაცვის გარეშე დავდივარ ქუჩაში, არაფერი არ მხვდება ხვევნა-კოცნის გარდა.... ხალხო მოითმინეთ, დანამდვილებით ვიცი ძალიან გინდათ ბ-ნი ვაშაძის გულში ჩახუტება, ალბათ ტუჩებში კოცნაც, მაგრამ მაინც მოითმინეთ, ბოლოს და ბოლოს კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში მაინც შეიცადეთ!
1 თვის უკან