კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შეფასება მხოლოდ იმით, რაც დაინახე ტელევიზორში, ან მასმედიის საშუალებით, არ შეიძლება

კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შეფასება მხოლოდ იმით, რაც დაინახე ტელევიზორში, ან მასმედიის საშუალებით, არ შეიძლება

49 ადამიანის სიცოცხლე იყო ერთი ადამიანის ხელში, რომელიც იყო ყველაფერზე წამსვლელი. ეს ადამიანი იყო საკმაოდ მომზადებული ამისთვის. იარაღი კარგად ეჭირა და გახსნილი ხელყუმბარა ხელში, - ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა ისაუბრა.

„ამ მოვლენის შეფასება მხოლოდ იმით, რაც დაინახე ტელევიზორში, ან მასმედიის საშუალებით, არ შეიძლება. არის კიდევ სხვა ტიპის მასალები, რომელიც არ მოხვდა, რა თქმა უნდა, არც ტელევიზიაში, არც მედიაში, მაგრამ არის სისხლის სამართლის საქმეში. კონკრეტულ მომენტამდე ყველაფრის გასაჯაროება არ შეიძლება. ბუნებრივია, მე დეტალები არ ვიცი და არც მეცოდინება. ისე არ არის, როგორც ფილმებში უნახავთ, სნაიპერმა მოხსნას. რა უნდა უყო ხელყუმბარას, რომელიც ხელშ აფეთქდება. ეს იყო ეფ ტიპის ხელყუმბარა, რომელსაც საკმაოდ მაღალი რადიუსი აქვს. იმაზე საუბარი, რომ როგორ ვერ დაიჭირეს. სჯობს, 500 ათასი ადამიანს მისცე, გაუშვა და მერე დაიჭირო“, - განაცხდა კახა კახიშვილმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.