ჰუბერტ ქნირში: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ურთიერთობების განვითარების ძალიან პრაქტიკული და არსებითი შედეგია

ჰუბერტ ქნირში: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ურთიერთობების განვითარების ძალიან პრაქტიკული და არსებითი შედეგია

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ძალიან პრაქტიკული და არსებითი შედეგია. დიდი მოვლენა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, სადაც ალიანსის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვტილება და პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, SNGP საშუალებას იძლევა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული, რეალური და პრაქტიკული გზით.

„ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ, ნატოს წევრი ქვეყნები და საქართველო, მაგრამ უფრო კონკრეტულად, ამ საქმეს ასრულებენ SNGP-ის ინიციატივების ჯგუფისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის სამხედრო და გენერალური ჯგუფის პროფესიონალები. SNGP არ არის საჩუქარი, რომელსაც ნატო აძლევს საქართველოს. ეს არის ერთობლივი მისწრაფება, რომელიც ქართული მხარის უზარმაზარ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს სამუშაო ნამდვილად იმსახურებს შესრულებას. ამით საქართველო არა მხოლოდ ხაზს უსვამს ნატოს მიმართ ვალდებულებას, არამედ ის ასევე მუშაობს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერებისა და ნატოს ძალებთან ურთიერთავსებადობის კიდევ უფრო გასაზრდელად“, - განაცხადა ელჩმა.

Aburjga Tasmanieli ბატონო ქნირშ გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას! მიუხედავად ამისა "კოლექტიური დასავლეთის" დიდი მცდელობის გამო საქართველოში თაობები გაუბედურდა, დავკარგეთ ტერიტორიების 22%, დავკარგეთ მოსახლების 40%-მდე, განადგურდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, დაეცა სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების დონე, ქვეყანაში დაისადგურა არნახულმა უპატივცემულობამ ადამიანთა შორის, თაობათა შორის, დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში წარმოქმნილი კლანები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სახელს ამოეფარნენ გახდა საწინდარი ერთიანი ქართული საზოგადოების დახლეჩის, სამკვდრო- სასიცოცხლოდ გდაკიდების!
3 წლის უკან