კელი დეგნანი: არჩევნების ზედმიწევნით დაკვირვება უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს, რომელიც მოსახლეობაში ნდობას გამოიწვევს

კელი დეგნანი: არჩევნების ზედმიწევნით დაკვირვება უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს, რომელიც მოსახლეობაში ნდობას გამოიწვევს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია USAID-ის Facebook-ზე გავრცელდა.

ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ არჩევნების ზედმიწევნით დაკვირვება უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს, რომელიც ნდობას გამოიწვევს მოსახლეობაში. მან მადლობა გადაუხადა წარმომადგენლებს, მათ მიერ გაწეული დაუღალავი შრომისთვის.

„სამივე ორგანიზაციას საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გლობალური გამოცდილება აქვს. ისინი USAID-ის წამყვან პარტნიორებს წარმოადგენენ. არჩევნების მშვიდობიანად და სამართლიანად ჩატარების მიზნით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები“, - აღნიშნულია Usaid-ის ტექსტში.

Aburjga Tasmanieli ჩვენც ვაკვირდებით არჩევნებს აშშ-ში. ჟერ თითქოს არ დაწყებულა და უკვე 26 მილიონმა !!! "ამომრჩეველმა" ფოსტით განახორციელა ხმის მიცემის პროცედურა ! ))) მინდა ქალბატონ ელჩს ვკითხო ეს როგორ?! რომელ სტანდარტში წერია?! პანდემიის პირობებში აქ საქართველოშიც ხომ არ მოვქცეულიყავით ანალოგიურად?! ფოსტით გავაგზავნით ცესკო-ში წერილებს დაჯექით იქ და დააკვირდით კონვერტების გახსნას! ან აუდიო ფაილებს გავგზავნით ინტერნეტით!
მოსულა?! )))
ძირს დემოკრატია - კაცობრიობის განვითარების ჩიხური მოდელი!
3 წლის უკან