ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს კოვიდინფიცირებული სტაციონარში

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს კოვიდინფიცირებული სტაციონარში

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს კოვოდინფიცირებული სტაციონარში. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ერთადერთი საშიშროება არის სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება მჯდომარე პოზიციაში, როდესაც არ იტვირთება, თუ გულმკერდის არეში იგრძნო რაიმე ტკივილის ან მოჭერის მსგავსი შეგრძნება, ან ოჯახის სხვა წევრმა შეამჩნია რომ უჩვეულო სიფერმკრთალე აქვს, ან სილურჯე აქვს ტუჩების ირგვლივ, ასევე ცნობიერების დაბინდებას თუ გრძნობს, ეს არის ის ნიშნები, რომლის ფონზეც ნებისმიერი კოვიდდაავადებული ადამიანი მიმართავს ექიმს ან გადადის აუცილებლად სტაციონარში", - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.