კახაბერ კუჭავა: ბოლო 8 წლის განმავლობაში ავწიეთ არჩევნების ჩატარების სტანდარტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები  იქნება განსაკუთრებულიც და საამაყოც

კახაბერ კუჭავა: ბოლო 8 წლის განმავლობაში ავწიეთ არჩევნების ჩატარების სტანდარტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები იქნება განსაკუთრებულიც და საამაყოც

„ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველო ისტორიულად ყოველთვის მათი მოკავშირე იყო, რაც რეგიონალური სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში და ზოგადად საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველომ, დაამტკიცა, განსაკუთრებით კი დემოკრატიის კუთხით, რომ სამაგალითოა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია FOX-ის ახალი ამბების რადიოინტერვიუში განაცხადა.

როგორც ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობისკენ განვლილი გზა და ბოლო დროს მიღებული შეფასებები, როგორც ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის, ასევე ევროპულ გზაზე გასავლელ ნაწილში.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნებში ქართული ოცნების პერსპექტივებს ეხებოდა, ვიცე-სპიკერმა უპასუხა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აწია არჩევნების ჩატარების სტანდარტი, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები იქნება კი განსაკუთრებული და საამაყო იქნება.

„ქართველ ხალხს ახსოვს ის გამოწვევები, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაგვხვდა - იყო ეს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე მედიის უფლებების დაცვის, ბიზნესის და სიტყვის თავისუფლების მიმართულებით არსებული პრობლემები. ჩვენ შევძელით და ვამაყობთ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიღებული შედეგებით. ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა და საბოლოოდ გადავედით ევროპულ სტილის საპარლამენტო რესპუბლიკაში და პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულმა ოცნებამ შეძლო ამ ცვლილებების უზრუნველყოფა, რაც ერთის მხრივ შესაძლოა ნებისმიერ შემთხვევაში საპირისპიროდ ემსახურებოდეს მმართველობას პარტიას, და ამიტომაც წინა ხელისუფლებამ ვერასოდეს გაბედა მსგავსი ცვლილებების განხორციელება. დარწმუნებულები ვართ, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პლურალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ შევძელით უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მხოლოდ კანონები, ეს მათი საუკეთესო ფორმით აღსრულების საკითხია და როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამიერიდან არჩევნებამდე ჩემი მთავარი მოვალეობაა დავრწმუნდე, რომ საქართველოში ჩატარებული იქნება ყველაზე თავისუფალი, სამართლიანი და ღია არჩევნები. დავრწმუნდე, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, თითოეულ ამომრჩეველს მიეცემა ხმის მიცემის საშუალება და ყოველი ბიულეტინი იყოს დათვლილი. ჩვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში ავწიეთ /გავზარდეთ არჩევნების ჩატარების სტანდარტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები იქნება განსაკუთრებულიც და საამაყოც”,- განაცხადა კახა კუჭავამ.