ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება რეკორდული მაჩვენებელი იყოს

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება რეკორდული მაჩვენებელი იყოს

ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება რეკორდული მაჩვენებელი იყო, ეს არის მოლოდინი და ამიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ, კონკრეტულ ფაზას მივყვებით. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით ამ რიცხვებს პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, შემდეგ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ინფიცირებულებს მაღალი მზაობით ვხვდებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.