უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია. ახლა, იძულებულები არიან, დაიცვან ის ადამიანები, ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ეს საშინელი, ამაზრზენი ღალატი ჩაიდინეს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.
„ისინი საკუთარ თავთან შედიან წინააღმდეგობაში; თუ ამბობ, რომ გარეჯი საქართველოა, ეს ჩანს 1938 წლის რუკით. თუ გაქვს სხვა რუკა, ვთქვათ, ის, რომელიც მაშინ კომისიაზე იყო წარდგენილი და რომელშიც გარეჯი არაა საქართველო, მაშინ, ვეღარ ამბობ, რომ გარეჯი საქართველოა. თავადვე შედიან რაღაც სპირალში. კი, ახლა რომ იძახონ, რომ გარეჯი არაა საქართველო, მათთვის ეს პოლიტიკურად წამგებიანია, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ორი დაკავებული ადამიანი უდანაშაულოა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ შენ მიგაჩნია - გარეჯი არაა საქართველო“ - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.