"ტვ პირველი" აუდიო ჩანაწერს ასაჯაროვებს, რომელშიც ოქროს მოწმე ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკის ძარცვის დროს მომხდარ დეტალებს დაწვრილებით აღწერს.
ხვიბლიანი ყვება, რომ შეიარაღებულ ყაჩაღს ჩანთით ფული პოლიციის უფროსმა მიუტანა, ჩანთა ადგილზე გახსნეს, დოლარები გადაამოწმეს და ამის შემდეგ გაქცევის ოპერაცია დაიწყო.
ხვიბლიანი ჩანაწერში ასევე აცხადებს, რომ ბანკის ტერიტორიის დატოვების შემდეგ გამტაცებლების მანქანას ის მართავდა და მათი მითითებით მისთვის გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
ხვიბლიანის თქმით, მას გამტაცებელთან ამ შემთხვევამდე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია და არ იცის რა ნიშნით აარჩია პოლიციასთან კომუნიკაციისთვის.
ცნობისთვის, უკვე 12 სთ-ია დავით ხვიბლიანი იკითხება.