საქართველოში ჯერჯერობით სეზონური გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი. ამიტომ ის პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გრიპზე აიცრან.
„მოგეხსენებათ, სამი კვირაა, დავიწყეთ მონიტორინგი გრიპის და რესპირაციული ვირუსის. ცირკულაციაში ჯერ ჩანს მხოლოდ რინოვირუსი და თავისთავად კოვიდი. ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ამას ველით, რომ იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ აიცრან იმ მაღალი რიკს ჯგუფგებს, ვისთვისაც ჩვენ პირველი პარტია – ვაქცინის 25 000 დოზა შემოვიტანეთ. ესენია – ორსულები, ბაღების აღმზრდელები, შიდსიანები, ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მუხუცთა, ბავშვთა სახლები. განაწილებულია, ყველა მუნიციპალიტეტში არის და სამწუხაროდ, დღეისთვის მხოლოდ 5 000 ადამიანია აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.