ამირან გამყრელიძემ განმარტა რა მეთოდებით ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზირება

ამირან გამყრელიძემ განმარტა რა მეთოდებით ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზირება

ამირან გამყრელიძემ განმარტა რა მეთოდებით ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზირება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამისთვის სპეციალისტები 3 დაწესებულების ინსტრუმენტს იყენებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ პროგნოზირება „უმადური რამე გახლავთ“ და ზუსტად მოვლენების განვითარებას ვერც ერთი ინსტრუმენტი განსაზღვრავს.

„ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ 3 ძირითად ინსტრუმენტს: ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინსტრუმენტს, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება ახლა კორონავირუსულ ინფექციაზეც; მეორე არის, რომელსაც მივდევდით გაზაფხულზე და ყველაზე კარგად დაემთხვა ის მოდელირება იმ რეალობას, რაც განვითარდა, ეს არის ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი და მესამე ინსტრუმენტი გვაქვს ასევე, რომელსაც აკეთებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნებისთვის და ასევე ჩვენს ცენტრთან თანამშრომლობს, ეს არის ერთ-ერთ მოწინავე „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი“, რომელიც არის სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში და მისი ერთ-ერთი დიდი სპონსორი გახლავთ ბილ გეითსი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ მოდელებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობდა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სექტემბერში დაიწყებოდა, თუმცა რეალობაში ციფრები მოდელზე უფრო მაღალი აღმოჩნდა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ახლა სპეციალისტები გათვლებს ნოემბრისთვის აკეთებენ, ძველი პროგნოზით კი პიკი სწორედ შემოდგომის ბოლო თვეში იყო მოსალოდნელი.