ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის განხილვა ორ ეტაპადაა დაგეგმილი. პირველი ეტაპი თერთმეტ საათზე ნივთმტკიცებულებათა გამოკვლევით ე.წ. მოდულის შენობაში დაიწყება, შემდეგ კი პროცესი საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება და სავარაუდოდ დღესვე დასრულდება. შეგახსენებთ, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს ორი ბრალდება მოუხსნა, ორზე კი აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეუცვალა. სასამართლო ახლა უკანონო შეიარაღებული ფორმირების საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალეულობას არკვევს.