მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მძევალი გადარჩა, სისხლი არ დაიღვარა და ყველაფერი დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად, - ამის შესახებ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
„მსჯელობა და შეფასება, ვინ სწორად მოიქცა და ვინ - არა, ყველაზე მარტივია. მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მძევალი გადარჩა, სისხლი არ დაიღვარა და ყველაფერი დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკანობა დაიწყო და სამართალდამცავების კრიტიკით პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა, მე ვფიქრობ, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო გააზრებული და სწორი. პოლიციელებმა, რომლებმაც ეს საქმე საკუთარ თავზე აიღეს, ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინეს", - აცხადებს ექსპერტი.