გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხში პირბადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საყოველთაოდ ცნობილია რამდენად ეფექტიანია ნიღბის გამოყენება. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ჰიგიენის ელემენტარული წესების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტალური ჰიგიენის წესების დაცვა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, რამეთუ ისინი არიან რისკის ჯგუფში“, - განაცხადა გახარიამ.