აშშ-ში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გატაცებითა და მოკვლით იმუქრებოდა

აშშ-ში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გატაცებითა და მოკვლით იმუქრებოდა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მერილენდის შტატში მამაკაცი დააკავა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების, ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გატაცებითა და მოკვლით იმუქრებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების დოკუმენტების თანახმად, საუბარია 42 წლის ჯეიმს დეილ რიდზე, რომელმაც ქალაქ ფრედერიკში ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბთან მუქარის შემცველი წერილი დატოვა.

აღნიშნული პირი 16 ოქტომბერს დააკავეს და ამ ეტაპზე იგი პატიმრობაში რჩება.