სერგი კაპანაძე:  კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს

სერგი კაპანაძე:  კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს

“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა იმ მძიმე გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა. მისი თქმით, შექმნილ გარემოში ადამიანებს განცდა აქვთ, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის.

„ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს და მერე დაუსჯელი წავიდეს. ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, გარემოში, რომელშიც კრიმინალს გასდის ყველაფერი, რომელშიც კრიმინალი თანამშრომლობს, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოსთან. ამ გარემოში გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის. ეს ძალიან მძიმე განცდაა, რომელიც ალბათ, კიდევ დიდი ხანი გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.

Aburjga Tasmanieli სამწუხაროდ ასეა და განა მარტო საქართველოში?! ტქვენ რომ ცივილიზაციის და დემოკრატიის აკვანად მიგაჩნიათ იმ "ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან" ნახეთ რა ამბები ხდება, ბანკების ძარცვის სტატისტიკას გადახედეთ?! მარტო ის რად ღირს როგორ მუშაობს ჰოლივუდის კინო კონვეიერი - ყოველი გადაღებული 20 ფილმიდან 5 ბანკის გაძარცვის ხელოვნების ვიდეომასალაა, 5 საშინელებათა ფილმია, 5 ძალადობის აპოლოგიაა, 3 სექსუალურ გაუკუღმართებაზე აგებული მელოდრამა! დანარჩენი 2? - არ ვიცი ჯერ არ მინახაბს! )))
4 წლის უკან