უახლოეს მომავალში ცნობილი ამერიკელი მსახიობები ჯონ ტრავოლტა და რობერტ დე ნირო დიდი ხნის ნატვრას შეისრულებენ და ახალ სურათში ერთმანეთის პარტნიორები გახდებიან.
ამ პროექტის შესახებ ამერიკულმა მას-მედიამ გასულ წელს ერთხელ უკვე განაცხადა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ფილმის გადაღებამ ერთი წლით გადაიწია.
ამ ფილმის სავარაუდო სახელწოდებაა “მკვლელობის სეზონი”.
მისი რეჟისორია მარკ სტივენ ჯონსონი, სცენარი კი ივენ დოერტის ეკუთვნის.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, რობერტ დე ნიროს გმირი ყოფილი სამხედროა. პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ აშშ-შის ერთ მიყრუებულ ქალაქში დასახლდება და სიცოცხლის წლებს წყნარად ატარებს
ამ დასახლებულ პუნქტში შემთხვევით ჯონ ტრავოლტას გმირი მოხვდება. ის ყოფილ დაქირავებულ მებრძოლს დაუყოვნებლივ იცნობს, რადგან ყოფილი იუგოსლავიის სამოქალაქო ომში, ბოსნიაში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თავის დროზე ტრავოლტას გმირი ამერიკელ სამხედროს შურის საძიებლად ეძებდა.
ამერიკული პრესის მტკიცებით, ამ ფილმის სიუჟეტი დაძაბულად და ორიგინალურად წარიმართება და მაყურებელს წინ არაერთი სიურპრიზი მოელის.
ფილმის “მკვლელობის სეზონი” გადაღება მიმდინარე წლის 19 იანვარს დაიწყება.
დიდ ეკრანებზე მის გამოჩენას მომავალი წლის დასასრულს უნდა ველოდოთ.