მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეალითი შოუ-ს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი დღეს 40 წლის გახდა.
პროექტი, რომელმაც ყველაზე პოპულარული ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, პირველად ეთერში 2007 წლის ოქტომბერში გავიდა. ქალი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ პერის ჰილტონთან მეგობრობით იყო ცნობილი, დღეს 900 მილიონი დოლარის მფლობელია და მალე მილიარდერების სიას შეემატება.
კიმმა შექმნა მოდისა და სილამაზის ბრენდები, მათ შორის KKW Beauty, KKW Fragrance და SKIMS. კიმი 1980 წლის 21 ოქტომბერს, ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში დაიბარა. ის პირველად პოპულარული 2002 წელს გავრცელებული სკანდალური ჩანაწერით გახდა. რეალითი შოუს ვარსკვლავი Time Magazine-მა 2015 წლის 100 most influential people სიაში შეიყვანა, 2016 წელს კი "ვოგმა" პოპკულტურის ფენომენად აღწერა.