ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ჟან-კლოდ ვან დამმა 3 თვის ჩიხუახუას ლეკვი, სახელად რაია სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაია ახალმა პატრონებმა ბულგარეთიდან ნორვეგიაში სექტემბერში ყალბი პასპორტით ჩაიყვანეს, რის გამოც ცხოველი არ დაარეგისტრირეს. ლეკვის დაბრუნებაზე ბულგარეთმაც უარი თქვა და საბოლოოდ მისი დაძინების გადაწყვეტილება მიიღეს.
საქმეში მალე ჟან-კლოდ ვან დამი ჩაერია, რომელმაც რაიას გადასარჩენად სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია დაიწყო. საბოლოოდ ბულგარეთი ლეკვის დაბრუნებას დათანხმდა. რაია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მას ახალი მეპატრონეები გამოუჩნდებიან.