მსახიობი ტომ ფელტონი, რომელმაც „ჰარი პოტერში“ დრაკო მალფოის როლი შეასრულა, სერიის პირველი ფილმის პრემიერის წლისთავთან დაკავშირებით ფრანშიზის მსახიობების შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ მან ET-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„სხვა მსახიობებთან ყოველთვის კავშირზე ვარ ჭჰატსAპპ-ით მეშვეობით. ეს კარგია, იმიტომ რომ 14 ნოემბერს „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი 19 წლის გახდება და ონლაინ-ზეიმის მოწყობას ვაპირებ, ახლა კი ვცდილობ ყველა ერთად შევკრიბო“, - განაცხადა ფელტონმა.
მსახიობს ღონისძიების დეტალებზე არ უსაუბრია, ამიტომ უცნობია, ვინ მიიღებს ონლაინ-შეკრებაში მონაწილეობას.