ნიდერლანდებში, ედინბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ავტოპროექტი luka დაასრულეს. ესაა მცირე ზომის ავტომობილი, რომელიც გადამუშავებული ნაგვისგან მიღებული მასალით დამზადდა. ამის შესახებ techcult წერს.
ავტომობილის სერიული წარმოება არ იგეგმება. სტუდენტების განცხადებით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ გადამუშავებული ნაგავი ძვირფასი ნედლეულია.
ავტომობილს აქვს ორი ელექტროძრავი, ის მსუბუქია და საათში 90 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ელემენტის მუხტი 220 კილომეტრზე გადაადგილების საშუალებას იძლევა. ავტომობილში ორი ადამიანის ადგილია და მცირე ბარგის გადატანაც შეიძლება.