გერმანიის ქალაქ აახენში 71 წლის კაცმა მორბენალების ჯგუფსა და 2 ველოსიპედისტს წიწაკის სპრეი შეასხა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს პენსიონერმა აუხსნა, რომ დაზარალებულები მას მიუახლოვდნენ და 1-2-მეტრიანი დისტანცია დაარღვიეს, რომელიც კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.
მედიის ინფორმაციით, კაცს ფიზიკური დაზიანების მიყენებისთვის სისხლის სამართლის საქმე ემუქრება.