ირაკლი ხახუბია: სენაკს  სპორტული მიღწევებისა და ქვეყნისთვის გამოჩენილი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს

ირაკლი ხახუბია: სენაკს  სპორტული მიღწევებისა და ქვეყნისთვის გამოჩენილი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის წევრთან ოთარ დანელიასთან  ერთად, სენაკში სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

,,ამ ქალაქს სპორტული მიღწევებისა და ქვეყნისთვის გამოჩენილი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში სენაკს თანამედროვე სტანდარტების ოთხი სპორტული მინიმოედანი შეემატა, რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ასევე რეაბილიტირდა ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზები, კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები; იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოეწყო საკალათბურთო მოედანი.

ამ ეტაპზე სენაკში მიმდინარეობს ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობა და ჭადრაკის სახლის რეაბილიტაცია.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღი ცხოვრებით და სპორტით დაკავდნენ. მათ შორის ბევრი იქნება ისეთიც, ვინც პროფესიულ სპორტში შეძლებს წარმატების მიღწევას. სენაკელები ამაშიც გამორჩეულები არიან” - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ სპორტსმენებთან შეხვედრისას.