გიგი უგულავა:  როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ახლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს

გიგი უგულავა:  როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ახლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხელებს ნუ იშვერენ, ფეხებს ნუ იქნევენ, ფეხებს ნუ აბაკუნებენ, მიხედონ საქმეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიის მართვა მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაა და მათ ეს ჩააფლავეს. უგულავას განცხადებით, თუკი ადამიანების ჯანმრთელობას მასიურად დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„კოვიდის მართვა, ეპიდემიის მართვა, თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობამ ჩააფლავა. როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ახლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს, რომ რეალურად ვებრძოლოთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხელებს ნუ იშვერენ, ფეხებს ნუ იქნევენ, ფეხებს ნუ აბაკუნებენ, მიხედონ საქმეს და თუ ადამიანების მასიურად ჯანმთელობას დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად მათი პასუხისმგებლობა“ - განაცხადა უგულავამ.

Aburjga Tasmanieli ზოგიც პოლიტიკური, ზოგიც საკუთარი პიროვნული, მოკლედ ამა თუ იმ მიზეზის გამო დისკრედიტირებული ბრძანდებით! ასე რომ დაგვანებეთ თავი. თქვენი მეთაურობა აღარ გვინდა. ისედაც გავაგნებთ გზას! გასაგებია?!
3 წლის უკან