ამერიკელმა მეზობლები გიგანტური ობობით შეაშინა

ამერიკელმა მეზობლები გიგანტური ობობით შეაშინა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში მეზობლები გიგანტური ობობით შეაშინა, რომელმაც მისი სახლი „დაიპყრო“. თუმცა მწერი ნამდვილი არ იყო და ობობა ჰელოუინის დღესასწაულის წინ მისი სახლის აქსესუარი აღმოჩნდა.

ადგილობრივმა მცხოვრებმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიგანტური ობობა სახლის სახურავიდან ჩამოდის.

სახლის მფლობელმა ხელოვნური ობობას გადაადგილების მიზნით, სპეციალური სისტემა გამოიყენა. მან სახლის ფასადს შემოახვია ხელოვნური ქსელი. მისტიკური ვითარების შესაქმნელად, კი სპეციალური განათებაც ჩართო.