ესპანეთში, სოფელ ოლვეს გადასარჩენად, სადაც 70 ადამიანი ცხოვრობს ხელისუფლება ბარმენს ეძებს. ამის შესახებ გამოცემა Idealista წერს.
გამოცემის ცნობით, ბარმენს, სოფელში ჩასვლის შემთხვევაში საჩუქრად სახლს გადასცემენ, სანაცვლოდ მან საზოგადოებრივ ბარს უნდა უხელმძღვანელოს. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სოფლის მოსახლეობა იკრიბება.
ადამიანები, რომლებიც მანამდე ობიექტს მართავდნენ, სოფლიდან წავიდნენ, რადგან სოფელი გაქრობის პირასაა. ამის გამო ხელისუფლებამ ბარმენის ძებნა დაიწყო, რომელიც არც ბარის ქირას გადაიხდის და არც გახარჯული ელექტროენერგიის ფულს.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ განცხადებით დაინტერესდებიან ის ადამიანები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამსახური და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
გამოცემის ცნობით, ამ წინადადებით უკვე დაინტერესდნენ ესპანეთის ქალაქებში და გამოეხმაურნენ უცხოეთიდანაც.