საქართველო ყოველთვის იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის შეხვედრის ადგილი. უძველეს აბრეშუმის გზამდეც კი ხალხთა და კულტურათა ტიგელი იყო. წარსული აწმყოს ხსნის: დედაქალაქი თბილისის ეკლექტური არქიტექტურა, საოცარი სამზარეულო ღვინო, რომელიც აქ ათასწლეულობით მზადდება, ჰიბრიდული ტაქსები და მზარდი მიწისქვეშა მუსიკის სცენა, - Emerging Europe სტატიას სახელწოდებით საქართველოს ბიზნეს წამოწყებები მზად არიან ინვესტიციებისთვის. ინვესტორების მოქმედების დრო დგება“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში უვიზოდ ასზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შესვლა.
ავტორის თქმით, სამი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყოველწლიურად მილიონობით მგზავრს ემსახურება, რომელთაგან უმეტესობა ტურისტია, თუმცა ბევრიც საქართველოში დასახლებას, ბიზნესის წარმოებასა და ინვესტირებას განიხილავს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია გასაოცრად იოლია - ეს ერთ დღეში შეიძლება განხორციელდეს.
„საქართველო ყოველთვის იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი. უძველესი აბრეშუმის გზის ამოქმედებამდეც მრავალი განსხვავებული რჯულისა და კულტურის წარმომადგენელი იყრიდა თავს ქვეყანაში. ასეთი წარსული განაპირობებს მის აწმყოსაც: ქვეყნის დედაქალაქი - თბილისი - ეკლექტური არქიტექტურითაა გაჯერებული, შესანიშნავი საკვები და სასმელიც უხვადაა აქ, რაც ათასობით წელს ითვლის. აქვე ნახავთ ჰიბრიდულ ტაქსებს და ანდერგრაუნდის ჟანრის მუსიკალური მიმდინარეობების მიმდევართა თავშეყრის ადგილებს. არაფერს ვამბობთ უცხოელთა დიდ თანამეგობრობაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს წარმომადგენელთაგან შედგება. საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია. სამი საერთაშორისო აეროპორტი (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში) მილიონობით მოგზაურს ემსახურება ყოველწლიურად. ისინი ძირითადად ტურისტები არიან, თუმცა მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს სტუმრობს საცხოვრებლად, ბიზნესის საწარმოებლად ან კაპიტალდაბანდების მიზნით. საქართველოში ცხოვრების ხარჯი დაბალია თუ მას ევროკავშირის უფრო განვითარებულ ქვეყნებს ან შეერთებულ შტატებს შევადარებთ. თან აქ ძალიან იოლია ბიზნესის რეგისტრაცია: რეალურად ერთი სრული დღე არც სჭირდება ამის გაკეთებას. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მეშვიდე ადგილზეა გლობალურად ბიზნესის კეთების მხრივ, ხოლო მეორე ადგილზეა ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ. საქართველოს ძალიან მარტივი საგადასახადო კოდექსი გააჩნია, რადგან აქ მხოლოდ 6 სახის გადასახადი არსებობს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გამარტივდა. ქვეყნის საგადასახადო კოდექსში ახლახანს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა გარემო ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის: საერთაშორისო კომპანიებს მოგების და საშემოსავლო გადასახადები 5 პროცენტამდე შეუმცირდათ, რაც მწვანე შუქს აძლევს იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც უკეთეს ადგილს ეძებენ ბიზნესის საწარმოებლად და რომელიც გაამართლებს მათ გადმოსვლას ბელარუსის დროებითი ფუნქციონირების ადგილიდან ისეთ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ბიზნეს წამოწყებების ხელშეწყობაზე კეთდება”,- წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, საქართველოში ჭარბად არსებობს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს, მაგ. ახალი ბიზნეს ცენტრები და საერთო სამუშაო სივრცეები.
„თბილისის მერიისა და ტექნოპარკის მხარდაჭერით მოქმედებენ „ფაბრიკა“, „იმპაქტ ჰაბი“ და „სპარკი“. კიდევ ერთი ასეთი საერთო სამუშაო სივრცე მალე გაიხსნება კახეთში.
ფიქსირებული და მობილური ინტერნეტ კავშირი დიდებულია! სტაბილურიცაა და შედარებით იაფიც. ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ ბიზნეს წამოწყებების სეგმენტი ჰყვავის ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Startups-ის მიერ შეიქმნა რეგიონული აქსელერატორი სახელწოდებით 500Georgia. პროგრამა აქცენტს აკეთებს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნეს წამოწყებების ადრეულ ეტაპზე, რის გამოც მენტორები მიავლინა ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისში. ბევრი მათგანი შეერთებული შტატებიდან გაემგზავრა პირველი ნაკადის გადამზადების მიზნით. 500Georgia ამჟამად საჯარო კონკურს აცხადებს მეორე ნაკადის დასაკომპლექტებლად, ხოლო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე გამოაცხადა ბიზნეს წამოწყებების ახალი სია, რომლებმაც სათითაოდ მიიღებს 100 000 ლარს კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გარეშე.
არსებობს ასევე საქართველოს ტექნოლოგიური ბიზნეს წამოწყებების ვარსკვლავთა კვირეული, რომელიც ორიოდე კვირის წინ გაიმართა და თავი მოუყარა ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ProductTank, UG Startup Factory Pre-Acceleration Program, Fuckup Nights, Slack Platform Community Tbilisi Chapter Meetup, NASA Space Apps Challenge და Seedstars Tbilisi. ამასობაში Startup Touch არის საქართველოს ბიზნეს წამოწყებების და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენისკენ მიმართული კონფერენცია და პროგრამული უზრუნველყოფა გლობალური ინვესტორებისთვის, რომელიც ამავდროულად აღმოსავლეთ ევროპის მთელს რეგიონს იწვევს ონლაინ რეჟიმში შემოერთებისკენ. მას მხარს უჭერს საჯარო სექტორი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით და კერძო სექტორი (საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის, კავშირგაბმულობის ერთერთი უმსხვილესი კომპანია, საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალი“). ეს თემები - ადგილობრივი და გლობალური კომპანიების წარმომადგენლობები, უნივერსიტეტების ბაზაზე მომუშავე ბიზნეს ინკუბატორებთან ერთად, ქმნიან დიდებული ეკოსისტემის სამომავლო ინფრასტრუქტურას”,- ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, საქართველოს ბიზნეს წამოწყებების სეგმენტში ადრეც განხორციელებულა კაპიტალდაბანდებები ისრაელელი, ამერიკელი, გერმანელი და ადგილობრივი ინვესტორების მიერ, თუმცა ამან ახლა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სხვა მეწარმეებისთვისაც წამახალისებელ ფაქტორად გამოდგება.
მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების დონე საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და დამფუძნებლებმა საბოლოოდ დაიწყეს გლობალურად აზროვნება.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა ქართული ბიზნეს წამოწყების Stack App-ის მიერ ჩატარებული პირველი საერთაშორისო საინვესტიციო რაუნდი, რომელსაც ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება ახალ განზომილებაში გადაჰყავს. მან გლობალური გაფართოებისთვის 850 000 აშშ დოლარი მოიზიდა კომპანიებიდან 500 Startups (აშშ) და Peak Capital (ნიდერლანდები).
საქართველოს ბიზნეს წამოწყებების სეგმენტში ადრეც განხორციელებულა კაპიტალდაბანდებები ისრაელელი, ამერიკელი, გერმანელი და ადგილობრივი ინვესტორების მიერ. თუმცა ამან ახლა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სხვა მეწარმეებისთვისაც წამახალისებელ ფაქტორად გამოდგება. იმედია, ეს კარგი ნიშანი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვისაც. რადგან ქვეყანაში ბიზნეს სექტორი ჯერ კიდევ კარგად გაციფროვნებულია, პროგრამული უზრუნველყოფა სერვისად ბიზნესებისთვის სავარაუდოდ ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიური ბიზნეს წამოწყებების სახეობაა. სიღრმისეულად ტექნოლოგიური და მეცნიერებაზე დაფუძნებული პროექტებიც ხშირად მონაწილეობენ საინვესტიციო კონკურსებში, თუმცა მათ უფრო უჭირთ არსებობა, რადგან უხვი დაფინანსება არ არსებობს ამ ტიპის პროექტებისთვის. ფინანსური კომპანიებისგან, ბანკებისგან და მარკეტინგული სააგენტოებისგან წარმოქმნილი ბიზნეს წამოწყებებიც გვინახავს. ქვეყანაში არსებობენ ასევე საგანმანათლებლო და სათამაშო ტექნოლოგიური ბიზნეს წამოწყებები და პროექტები. აქვეა რა თქმა უნდა სამოგზაურო დარგში მოქმედი ბიზნეს წამოწყებებიც, რომლებიც უდაოდ ნიშანდობლივია, რადგან საქართველო მიმზიდველი ადგილია მოგზაურთათვის, თუმცა ბაზარი ძალიან ახალი და ამ მიმართულებით ნაკლებად გაციფროვნებულია. ზოგადად ახალი ტექნოლოგიური კომპანიების დონე საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და დამფუძნებლებმა საბოლოოდ დაიწყეს გლობალურად აზროვნება. მხოლოდ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაზე აზროვნების კონცენტრირების ნაცვლად, მათ სურთ მსოფლიოს გაუსწორონ თვალი. სწორედ ამიტომ ველით მეტ საინვესტიციო ფონდს რეგიონიდან, რომლებიც ჩვენს საინვესტიციო კონკურსებს დაესწრებიან და საინვესტიციო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას. დადგა დრო, გავიგოთ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს”,- წერს გამოცემა.