კაილი ჯენერისა და ქენდალის დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოჯახურ საღამოზე დაიწყო - გრძელდება. როგორც ირკვევა, გოგონები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ქენდალის მიერ შერჩეული სამოსი საღამოსთვის კაილიმ მოირგო, ეს ყველაფერი კი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დებს შორის დაპირისპირება ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც მძიმე აღმოჩნდა, თუმცა კორი გემბლის - კრის ჯენერის მეგობარი მამაკაცის საქციელმა ქენდალ ჯენერი მის მიკერძოებულობაში დაარწმუნა, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ამ ყველაფერში მონაწილეობას უარყოფს. "შენ 100 %-ით ხარ ამ ყველაფრის მონაწილე, შენ პირდაპირ მითხარი F*** You, რა თქმა უნდა ის ამას უარყოფს, რადგან არ უნდა დედასთან ურთიერთობა გაიფუჭოს,"-აღნიშნავს ქენდალი.