პამელა ანდერსონის ყოფილი ქმარი ოჯახური ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პამელა ანდერსონის ყოფილი ქმარი ოჯახური ძალადობის ბრალდებას უარყოფს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი ადილ რამი ყოფილი ცოლის, ფოტომოდელ პამილა ანდერსონის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ფეხბურთელის თქმით, მას ცოლზე არასდროს უძალადია.

„დაწერენ რამეს სოციალურ ქსელებში და თავი მართალი ჰგონიათ. მას არასდროს მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგანაც ამისთვის მიზეზი არ ჰქონია. მე მასზე არ მიძალადია და ჩემი სიმართლის დამტკიცება შემიძლია. არ მსურს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს“, - აცხადებს რამი.