საუდის არაბეთში შევარდენი 173 000 დოლარად გაყიდეს

საუდის არაბეთში შევარდენი 173 000 დოლარად გაყიდეს

საუდის არაბეთის შევარდენი რეკორდულ ფასად გაყიდეს. შევარდნების კლუბის მიერ მოწყობილ აუქციონზე ფრინველში 650 000 საუდური რეალი (173 000 აშშ დოლარი) გადაიხადეს. უდაბნოს შევარდენი 1,1 კილოგრამს იწონის.

გასულ წელს ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაიჭირეს და გაწვრთნეს. შევარდენით ნადირობა არაბეთის ნახევარკუნძულზე კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად ითვლება.