„მოკიდეთ ხელი და გაათრიეთ უკან

„მოკიდეთ ხელი და გაათრიეთ უკან" - მეუფე იოანე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

„მოკიდეთ ხელი და გაათრიეთ უკან" -ამ სიტყვებით სცადა მეუფე იოანემ ჟურნალისტის თავიდან მოშორება.

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ გელათის მონასტერში არსებულ მდგომარეობაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და კითხვის საპასუხოდ უთხრა, რომ ჟურნალისტმა უკვე თავი მოაბეზრა ერთი და იმავე კითხვებით "ეგეთი კაცი ხარ, მომაბეზრებელი,"- განუცხადა მეუფემ ჟურნალისტს.

სასულიერო პირის დაცვის მიზნით საუბარში პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეის" თავმჯდომარე ჩაერთო, რომელიც ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამებით გამოირჩევა.

„მართმადიდებლები რომ არ ვიყოთ, დაგორებული იქნებოდი. უზრდელი ხარ ერთი კვირაა დასდევ მეუფეს. შენ რა გინდა მონასტერში",- ამ სიტყვებით დუპირისპირდა ლევან ჩაჩუა ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს.