„მინდა დავიჯერო, ეს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების შანტაჟი არ არის... თუკი მათ ანაფორა ჩაიცვეს, რაც ევალებათ ის გააკეთონ“

„მინდა დავიჯერო, ეს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების შანტაჟი არ არის... თუკი მათ ანაფორა ჩაიცვეს, რაც ევალებათ ის გააკეთონ“

 ორად გაყოფილი სინოდი და სასულიერო პირების მიერ დავით გარეჯის ირგვლივ გაკეთებული პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები - დაიწყო თუ არა სინოდის წევრებს შორის პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება და აზიანებს თუ არა ეკლესიას მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები. დავით გარეჯის თემის გამო სასულიერო პირების ნაწილი სინოდის სხოდმასაც კი მოითხოვენ.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კი ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი არ მორიდებია პირდაპირ ეთქვა რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, რადიკალური განცხადების ერთადერთი საფუძველი სწორედ გარეჯზე დაწყებული უსამართლო გამოძიებაა. მღვდელმთავარს იმედი აქვს, რომ 3 ნოემბერი, არჩევნების მეორე დღე, დიდი მხილების დასაწყისი იქნება და გარეჯის საქმეს ნათელი მოეფინება.

მეუფე ნიკოლოზი შოთაძის უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნონ მტკიცებულებები და რუკა, რომელზეც გამოძიება დაიწყო.

საპატრიარქო კი ჯერ სინოდის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს და დავით გარეჯის საქმეს ვერც არჩევნებთან აკავშირებს.

მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის ძირითადი ის არის, რომ პრობლემის ცენტრში ორი ადამიანია. საუბარია ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა მათ ბოდიშიც კი მოუხადა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გააქტიურება მისთვის გაუგებარია.

„პირველი, რაც თვალში საცემია, ის არის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ რუკებზე, მდებარეობაზე და ჯერ ვერ ვნახე ადამიანი, ვისაც შეუძლია თქვას, რომ აი, მე გავშალე და დავათვალიერე კარგად. მეორე, რაც ეჭვს იწვევს და მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე და მაინც და მაინც ახლა გააქტიურდა ეს თემა, ამიტომ გაუგებარია ჩემთვის. ჯერ არ ვიცით სინოდი როდის იქნება, მით უმეტეს არ ვიცით რა საკითხები იქნება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავების საკითხს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედექ ხაჩიძე გამოეხმაურა. როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გადაცდომის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ საქმის სამშობლოს ღალატად შეფასება მძიმე ბრალდებაა.

ეპისკოპოსი მელქისედეკი ასევე გამოეხმაურა ნატალია ილიჩოვას მიერ გაკეთებულ განცხადებას უდანაშაულობასთან დაკავშირებით და კომისიის დაკავებულ წევრებს ბოდიში მოუხადა:

„დავა მიდის რაზე, რომ კომისიის წევრს რაღაც გადაცდომა მოუვიდა ვთქვათ, ამაში გამოიხატება სამშობლოს ღალატი? გუშინ მოვისმინე, რომ ეს ორი ადამიანი ამბობს ასეთ რამესო - ჩვენ უდანაშაულოები ვართო, გაოგნებული ვართ და ველოდებით, რომ კარი გაიღება და ბოდიშს მოგვიხდიანო. მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი მართლა გულწრფელად ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ.

მეუფე მელქისედეკი ამბობს, რომ საპატრიაქრომ თუ დროზე არ გადადგა სწორი ნაბიჯები, შესაძლოა, რუსეთმა ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს.

„აუცილებელია წმინდა სინოდმა ამ საკითხებზე იმსჯელოს, თუ სინოდი არ იმსჯელებს და საპატრიარქო ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმეირ გამონათქვამს, შეიძლება ჩვენ მართლა გავეხვეთ ისეთი ომის ქარცეცხლში და რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს ომის პერიპეტიები.

მე მიდნა მამა კირიონს ვკითხო, როდესაც ქალბატონმა პრეზიდენტმა ცნობილი გნაცხადება გააკეთა და იმის შემდეგ დაიწყო აზერბაიჯანული ჯარების ზემოთ ამოსვლა, აი, იმ ქედზე, მის მეგობარ, დღევანდელ თავდაცვის მინისტრს მაშინ რატომ  არ მიმართა, რომ რაღაცა ემოქმედათ?!“, - იკითხა მეუფე მელქისედეკმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკურ განცხადებებს საკმაოდ ნეგატიურად აფასებს და ის არგუმენტები, რომ ისინიც მოქალაქეები არიან და აზრის გამოხატვის უფლება აქვთ, ამ შემთხვევაში არ მუშაობს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუკი მათ ანაფორა ჩაიცვეს და ამბიონთან დადგნენ, მათი ადგილი ეკელსიაშია და კანონიკური წესები უნდა დაიცვან. აქედან გამომდინარე, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ თავად საპატრიარქომ უნდა იზრუნოს სასულიერო პირებს პოლიტიკური სახის განცხადებები აეკრძალოთ.

„ის განცხადებები, რაც მაღალი იერარქიული სასულიერო პირების მიერ იქნა გაჟღერებული, ნამდვილად არანაირ პარამეტრებს არ შეესაბამება. მათი ქმდებები და განცხადებები ეკლესიას და საპატრიარქოს ზიანს აყენებს, საზოგადოების თვალში მის რეპუტაციას ლახავს. თავად სინოდში, როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული ჯგუფებია. არიან სასულიერო პირები, რომლებიც ხელისუფლებისკენ იხრებიან და არიან სასულიერო პირები, რომლებიც ოპოზიციის მომხრეები არიან. ეს არის საკმაოდ დაუშვებელი გარემოება. შესაძლოა, მათ პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ კეთილი ინებონ და ეს თავისთვის შეინახონ. ჯობია, რაც ევალებათ ის გააკეთონ - ეკლესიას და მრევლს ემსახურონ“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, საერთოდ, სასულიერო პირების საარჩევნო პორცესში ჩართვა და აქტიურობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მთავარი ატრიბუტი გახდა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ წლებია უკვე როდესაც არჩევნები მოდის, როგორც მმართველი პარტია ასევე, ოპოზიცია ცდილობს ეკლესია საკუთარი ინეტერესებისთვის გამოიყენოს. სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ ეკლესიის ცალკე წარმომადგენლები ამაში აქტიურად არიან ჩართულები. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და დაუშვებელია სასულიერო პირმა საჯაროდ ხელისუფლების გადადგომის და დამხობის მოწოდებები გააჟღეროს. ასეთი დოზით სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩართვა როგორც ქვეყანას, ასევე ეკლესიას აზიანებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ სამწუხაროდ ეკლესია გაყოფილი არა გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არის, არამედ პოლიტიკურად ორ ბანაკად არის დაყოფილი, ეს კი ყველაზე ცუდია, რაც ეკლესიას შესაძლოა დაემართოს. ძაბირაძე ამბობს, რომ გარეჯთან მიმართებაში ყველა ერთ პოზიციაზეა და დავით გარეჯი საქართველოს კულტურული ძეგლი და საკუთრებაა. თუმცა პრობლემა ის არის, რომ დავით გარეჯი ეკლესიაშიც კი პოლიტიკური დაპირისპირების თემა გახდა.

„როდესაც შეფასებები კეთდება, სასულიერო პირების განცხადებებში ამოვიკითხავთ ვინ რა პოლიტიკური ორიენტაციის მქონეა. სამწუხრო რეალობაა და უპირველეს ყოვლისა ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვიდარდოთ. სასულიერო პირებმა უნდა შეძლონ და მოახერხონ, რომ ასეთ სენსიტიურ თემებზე მაინც პოლიტიკური ქვეტექსტებით საუბრისგან თავი შეიკავონ. ამბიონიდან პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები კეთდება, რაც თავისთავად ცუდია, მაგრამ ეს პოლიტიკა, როცა დავით გარეჯზე გადმოდის და მისი პოლიტიზირება ხდება, ეს ყოველგვარ საზღვარს ცდება.

მღვდელმთავრები იმას მაინც უნდა მიხვდნენ, რომ დავით გარეჯის თემა პოლიტიკიდან განარიდონ. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს წინასაარჩევნოდ მათი მხრიდან ხელისუფლების შანტაჟი არ არის. თუმცა, არ ვიცი, სიტუაცია იმდენად ცდება ყველა ზღვარს, რომ გამორიცხული არაფერია“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

Katana .
ზაალ ანჯაფარიძე: "ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და დაუშვებელია სასულიერო პირმა საჯაროდ ხელისუფლების გადადგომის და დამხობის მოწოდებები გააჟღეროს."
დ ი ა ხ !
დ ა უ შ ვ ე ბ ე ლ ი ა !
ასევე, სრულიად გაუმართლებელია ჩემი აზრით, რომ სეკურალურ სახელმწიფოში (ანუ, როცა სახელმწიფო და რელიგიები გამიჯნულია ერთმანეთისაგან), სახელმწიფო, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, 40 მილიონით აფინანსებდეს ისედაც არაერთი ბიზნესის მქონე ეკლესიას!
ეს რომ არასწორია, ამის შესახებ ჯერ კიდევ როდის წერდა მიხეილ ჯავახიშვილი!..
3 წლის უკან