მეგან მარკლმა სოციალური ქსელების მომხმარებლები ნარკოდამოკიდებულებს შეადარა

მეგან მარკლმა სოციალური ქსელების მომხმარებლები ნარკოდამოკიდებულებს შეადარა

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა სოციალური ქსელები გააკრიტიკა და მათი მომხმარებლები ნარკოდამოკიდებულებს შეადარა. გამოცემა თჰე შუნ-ის ცნობით, ამის შესახებ მან ონლაინ-კონფერენცია The FORTUNE Most Powerful Women Next Gen Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარკლის განცხადებით, მან სოციალურ ქსელებზე უარი რამდენიმე თვის წინ თქვა და ყველა პროფილი გააუქმა.

„ჩვენი ოჯახის ოფიციალურ გვერდს სპეციალისტების მთელი გუნდი მართავდა. სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რომ ზოგიერთი მათ გარეშე ვეღარ ძლებს, როგორც ეს ნარკოდამოკიდებულების დროს ხდება“, - განაცხადა სასექსის ჰერცოგინიამ.