დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ასახელებს როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ გართულებული ეპიდსიტუაციის დროს და რა ტიპის შეზღუდვებს უნდა ელოდოს მოსახლეობა:
„გაზაფხულზე ძალიან ცოტა ვიცოდით კორონავირუსის შესახებ და დიდი იმედი გვქონდა, რომ როგორც ყველა რესპირაციული ინფექცია ზაფხულში შემცირდებოდა, ისე როგორც გრიპის ვირუსია და ის ზაფხულში არ ცირკულირებს. ერთადერთი იმედი ინფექციასთან ბრძოლის იყო მძიმე და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები.
მერე კაცობრიობამ გაითავისა, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია და არ გაქრა არც ზაფხულში, არც შემოდგომაზე და ეს ვირუსი კიდევ იქნება კარგა ხანს. სლოგანი რაც გახლავთ ეს არის, რომ ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ იქნება პერიოდულად ქვეყანაში.
„პოლიტიკა იქნება ასეთი, არ იქნება დიდი გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები. განიხილება ყველა რეგიონი იმისდა მიხედვით, სადაც ეპიდსიტუაცია გაურესდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.