სოკოთი და ყველით ფარშირებული ბულგარული წიწაკა

სოკოთი და ყველით ფარშირებული ბულგარული წიწაკა

ინგრედიენტები

ბულგარული წიწაკა - 3 ცალი

სოკო - 400 გ

ხახვი - 1 თავი

მდნარი ყველი - 2 ფირფიტა

გაწურული მაწონი ან ბერძნული იოგურტი - 2 ს/კ

მაგარი სახეობის ყველი - 50 გ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესები

გახურებულ ზეთში მოხრაკეთ ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი სოკო, დაუმატეთ პილპილი, აურიეთ და თუშეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოშრება. გადაიტანეთ მიღებული მასა ჯამში და გააციეთ.

შემდეგ დაუმატეთ გახეხილი (ან პატარა კუბიკებად დაჭრილი) მდნარი ყველი, ოდნავ მოაყარეთ მარილი, აურიეთ.

გარეცხეთ ბულგარული წიწაკა, გაჭერით 2 ნაწილად სიფანზე, ამოაცალეთ თესლი. მიღებული ნავები გაავსეთ სოკოსა და ყველი გულსართით, ზემოდან გადაუსვით იოგურტი (გაწურული მაწონი, ან არაჟანი).

მოათავსეთ დაფარშული წიწაკები გამოსაცხობ ფორმაში, მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში. 10 წუთით ადრე დროის ამოწურვამდე, გამოიღეთ ფორმა ღუმელიდან, მოაყარეთ გახეხილი მაგარი სახეობის ყველი და შეაბრუნეთ ღუმელში.