თორნიკე ჭეიშვილი: არავის მივცემდით ჩვენი ქვეყნის სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევის საშუალებას

თორნიკე ჭეიშვილი: არავის მივცემდით ჩვენი ქვეყნის სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევის საშუალებას

კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, სადაც ამბობს, რომ უკრაინას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა. განცხადება შეფასდა საქართველოშიც. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა საფრთხეებზეც საუბრობდა ამ ხნის განმავლობაში სახელისუფლებო გუნდი - ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე.

"განცხადება, რომელიც პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ჩვენ არაერთი განცხადება გვაქვს აქამდეც გაკეთებული და ფაქტობრივად ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ძალიან დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით ჩვენს საზოგადოებას აღნიშნული საფრთხეების თაობაზე. არავის მივცემდით იმის საშუალებას, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩათრევა შესაბამის სამხედრო დაპირისპირებაში", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

შეგახსენებთ, დუდამ ამ თემაზე ეროვნული ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.