მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე:  ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა - კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!

მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე:  ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა - კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!

ყველაფერს არჩევნები გადაწყვეტს და გაარკვევს - კმარა ასეთი ცხოვრება! ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსებით და რომელიც რაღაცას გააკეთებს. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ, - ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სიმართლეს ემსახურებოდნენ.

„ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების უაზრო და გაუაზრებელი მითითებების გამო .ჯერ არ არის ეს საქმე გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი და რატომ ღელავს ორივე მხარე, მე არ ვიცი. შეიძლება, ეს პოლიტიკური კონტექსტი იყოს. ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

Aburjga Tasmanieli ვაა...?! რომელ სიმართლეს ემსახურებოდნენ, რას ბოდავს ეს ანაფორიანი კაცი?! რისი მამაა, ვისი მამაა ეს ვახტანგი?! თუ კორექტურული შეცდომა გაგეპარათ და ეს არ უთქვამს რაც აქ წერია? რის სიმართლე, რა არის სიმართლე, რად უნდა ამას რუკა კარტოგრაფი და ისტორია? ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს აზერბაიჯანელებმა (ხო კარგი, მითიურმა ალბანელებმა), მთელი აზერბაიჯანი გადმოიარეს და მაინცა და მაინც უდაბნოში ააშენეს ქრისტიანული ეკლესი-მონასტერი?! სადმე შიგნით, სიღრმეში, შუაგულ აზერბაიჯანში გზაზე არ გაჩერებულან, წყალი არ დაულევიათ, ერთი სამრეკლო თუ არის ან ნაფუძვარი დარჩენილი მათი ქრისტიანული ძეგლი?! არ არის, არა! ტურისტი რუსეთის მიერ აშენებულ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მიყავთ თავიანთი ტოლერანტობის დასამტკიცებლად! კარგით რა, კარგი?! რაღაც პატარა სინდის-ნამუსი აღარ შერჩა ერსა და ბერს?! რა მითიღთებებზე ლაპარაკობს ეს ქრისტეს სჯულისგან განდგომილი, რაზე?! თუნდაც მითითება იყოს - დავით გარეჯის საკითხი არ მიაჩუმათოთ, დაიცავით ჩვენი ისტორიული ძეგლი და ისტორიული საზღვარიო, რა არის ამაში დასაძრახი?! დიახ სახელმწიფოს პატრონობა ვისაც აქვს ჩაბარებული იმან უნდა გასცეს მითითებაც და ბრძანებაც, მამულიშვილებო სამშობლოს მიხედეთ, დასკარგი აღარაფერი დაგვრჩაო! ეს არის დასაძრახი?! ეტყობა ხანდახან ბოლშევიკები მართალები იყვნენ ამათ ანაფორას რომ ხდიდენ და წვერს კრეჭდნენ! როგორც ვატყობ ზოგიერთზე ალალი იყო!
4 წლის უკან