ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე:  სასაცილოა -

ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე:  სასაცილოა - "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს

სასაცილოა - "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ეხმაურება დავით გარეჯის საქმეს.

„საქართველოს ხელისუფლებამ "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის" ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს,“ - წერს ევროპარლამენტარი.

Aburjga Tasmanieli სითაც დგას ეს ხუბილიუსი, რა პოზიციაც აქვს იმას სხვა განხილვა აღარ სჭირდება, ის პოზიცია არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი!
4 წლის უკან