გიორგი ვოლსკი Edison Research-ის კვლევაზე: დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ

გიორგი ვოლსკი Edison Research-ის კვლევაზე: დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ" არ შეიძლება იყოს ობიექტური

„მე არ ვენდობი ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ ჩატარებულ კვლევას გარკვეული მიზეზების გამო იმიტომ, რომ მისი დამფუძნებელი არის ადამიანი, ვინც გარკვეულ პასუხები უნდა გასცეს საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ თემაზე, რასაც ჰქვია ბრძოლის ველზე მიტოვებული ცხედრები და ზოგადად, მისი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკისადმი, „ნაციონალური მოძრაობისადმი" და სხვა. აქედან გამოდინარე, დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ" არ შეიძლება იყოს ობიექტური, თუმცა, ამავე დროს მე მაქვს სხვა მონაცემები, რომელიც  Edison Research-ის 47%-ს მიუთითებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მთავარი მკვლევარი და მთავარი შემფასებელი არის საზოგადოება.

„ყველა დაველოდოთ არჩვენებს. ვეცადოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს წყნარი და მშვიდი", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​