გიორგი ვოლსკი: პირველად ვხედავ  პოლიტიკოსებს, რომლებიც მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს

გიორგი ვოლსკი: პირველად ვხედავ  პოლიტიკოსებს, რომლებიც მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, არავის აქვს უფლება, მათ შორის არც პროკურატურას, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით საკითხის განხილვა და შესწავლა გადადონ, განსაკუთრებით, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა.

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისაგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის თავს და უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს და არა კონკრეტული რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ. ეს არის სამწუხარო ამბავი და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ბატონო გია, პირველად ხედავთ?! ამას ამ პოლიტიკურ ოპოზიციას ნუ დააბრალებთ, ეს დემოკრატიის შხამიანი ყვავილებია!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ყველაფერი უბედურების სათავე არის საქართველოში დემოკრატიის დანერგვა! ათასჯერ დავწერე, რომ პოლიტიკური პარტიების არსებობა ანგრევს ერის სულსა და სხეულს. ნებისმიერი პარტიული მოღვაწისათვის ჰორიზონტი მხოლოდ მისი პარტიის სამრეკლოდან ჩანს. მოვლენები იყოფა ორ ნაწილად: ერთი, რაც პარტიას აწყობს იმ პოლიტიკურ მომენტში თუნდაც ეს იყოს საქართველოს აოხრება -დაცემა ის არის კარგი და მისაღები, ხოლო მეორე თუნდაც სიმართლე, თუნდაც უტყუარი ჭეშმარიტება, თუნდაც აშკარა სახელმწიფოებრივად სასარგებლო საქმე ეს არის ცუდი და მიუღებელი. საქმე იმაში კი არ არის რომელ პარტიას რა ქვია, ნაცმოძრაობა, ევრონაცები, ლეიბორისტები და ა.შ., არამედ თითონ დემოკრატიის განუყოფელი ატრიბუტის პოლიტიკური პარტიების არსებობაში. მსოფლიო პრაქტიკა გვიცვენებს, დღეს საქართველოში რომ გაქრნენ არსებული პოლიტიკური პარტიები, ხვალვე არმოცენდებიან ახალი ამაზე უფრო შხამიანი სოკოები, დაიწყება ახალი დაპირისპირება, ურთიერთ გმობა, ერთმანეთის საქმეთა განქიქება, ბრძოლა და კბილთა ღრჭენა... ანუ მოვლენები სადაც ერისათვის, მისი საჭიროებებისათვის შრომა, მიწყივ მუშაკობა კი არ იქნება მთავარი, არამედ პოლიტიკური გამარკჯვება, ხელისუფლების მოპოვება და მერე მისი სამუდამო უზურპაციისათვის გააფთრებული ბრძოლა ყველა უნამუსო მეთოდის გამოყენებით!
4 წლის უკან