ახალი რომანი? კრის ბრაუნისა და ადელის ურთიერთობის შესახებ ჭორები ვრცელდება

ახალი რომანი? კრის ბრაუნისა და ადელის ურთიერთობის შესახებ ჭორები ვრცელდება

მსოფლიო შოუბიზნესში შესაძლოა მალე ახალი წყვილი გამოჩნდეს და ეს არც მეტი, არც ნაკლები ადელისა და კრის ბრაუნის იქნება. მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლონდონში - ადელის საცხოვრებელთან 31 წლის მუსიკოსი შუაღამით გამოჩნდა და მასთან დაახლოებით ორი საათის განმავლოლბაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბრაუნს 2009 წელს მეგობარ გოგონაზე -რიანაზე ფიზიკური ძალადობის გამო დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალა და ეს მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ის ქვეყანას ესტუმრა.