საბჭოთა მულტფილმი ჩებურაშკა მალე ფილმად გარდაიქმნება

საბჭოთა მულტფილმი ჩებურაშკა მალე ფილმად გარდაიქმნება

ახალი რუსული ფილმი საბჭოთა კავშირის საყვარელ ანიმაციას მალე დიდ ეკრანებზე გადმოიტანს.

დიდყურება და კეთილი ჩებურაშკა, რომელიც 1960-იანებში რუსმა ბავშვების მწერალმა ედუარდ უსპენსკიმ შექმნა, ბევრი თაობის ბავშვობის მეგობარი იყო. პერსონაჟი პოპულარულ რომან კაჩანოვის 1960-იანი და 1980-იანი წლების ანიმაციურმა სერიალმა გახადა. 2014 წელს ძველი ანიმაციის რიმეიქიც გამოვიდა.

"მეცნიერებისთვის უცნობი ცხოველი" ჩებურაშკა, მისი აკორდეონზე დამკვრელი მეგობარი ნიანგი გენა, პატარა გოგონა გალია და ავი ზრახვების მქონე მოხუცი შაპოკლიაკი საბჭოთა კავშირში იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ პერსონაჟები სათამაშოებსა და ქანდაკებებში უკვდავყვეს.

ფილმი რუსული დამოუკიდებელი სტუდია YBA-სა და დისნეის კოლაბორაცია იქნება. მას პროდიუსირებას ანიმაციის კომპანია სოიუზმულტფილმი გაუწევს, რომელმაც ჩებურაშკას ორიგინალია ანიმაცია შექმნა.

YBA-ს გენერალური პროდიუსერის, ედუარდ ილოიანის, თქმით, ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით 600 მილიონი რუბლია (8 მილიონ დოლარამდე). ფილმს 2021 წელს გადაიღებენ, მისი პრემიერა კი 2022-ში შედგება.