აშშ-ში 12 წლის ბავშვმა სახლში მოქმედი ატომური რეაქტორი ააწყო

აშშ-ში 12 წლის ბავშვმა სახლში მოქმედი ატომური რეაქტორი ააწყო

აშშ-ში, ქალაქ მემფისში მცხოვრებმა 12 წლის ბიჭმა დამოუკიდებლად, საკუთარ სახლში მოქმედი ატომური რეაქტორი ააწყო და გინესის წიგნში მოხვდა. ამის შესახებ Unilad წერს.

12 წლის ჯექსონ ოსვალტმა ატომური რეაქტორის მშენებლობა გინესის წინა რეკორდსმენის ტეილორ უილსონის მიბაძვით დაიწყო. უილსონმა რეაქტორი 14 წლის ასაკში ააწყო.

ახლა ოსვალტი ყველაზე ახალგაზრდაა, მათ შორის ვინც ეს რეკორდი დაამყარა. მოზარდის განცხადებით, მან სამუშაო დამოუკიდებლად შეასრულა და პროექტი საკმაოდ რთული იყო.