„გალაქტიკის მცველების“ ვარსკვლავმა, კრის პრატმა ფანებს სახალისო ვიდეო გაუზიარა, რომელშიც ის რუბიკის კუბს 60 წამზე ნაკლებ დროში აწყობს. მსახიობის თქმით, ის 1 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ კუბის აწყობაზე წუთზე ნაკლები დაეხარჯა და როგორც იქნა მიზანს მიაღწია.
პრატი აღნიშნავს, რომ კუბის აწყობის მსოფლიო რეკორდი 5 წამია და ის ხუმრობით ამბობს, რომ ამაში შავი მაგიაა გარეული. მისი თქმით, კარანტინის დროს კუბის აწყობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
„ის ბავშვები, ვინც რუბიკის კუბს 10 წამზე ნაკლებ დროში აწყობენ, ჩემს თვალში გმირები არიან“, - ამბობს მსახიობი.