რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ინციდენტი ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი გაიქცა. მან თავი ტყის მასივს შეაფარა. ეჭვმიტანილი 18 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც მგზავრებზე თავდასხმამდე სავარაუდოდ საკუთარი ბებიის მოკვლა სცადა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.