დონალდ ტრამპი: უზნეო მედია ჭკუიდან შეიშალა, მართლაც ავადმყოფები არიან

დონალდ ტრამპი: უზნეო მედია ჭკუიდან შეიშალა, მართლაც ავადმყოფები არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიასაშუალებები კვლავ გააკრიტიკა. მისი თქმით, „უზნეო მედია ჭკუიდან შეიშალა“.

„რამდენი ყალბი ამბავი ვრცელდება. უზნეო მედია ჭკუიდან შეიშალა, რადგან ესმით, რომ დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ყალბ ამბებს შეუჩერებლად წერენ და აჩვენებენ. მართლაც ავადმყოფები არიან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „დემოკრატებს“ ამერიკის სოციალისტურ სახელმწიფოდ გადაქცევა სურთ.

„აშშ არასდროს გახდება დიდი მასშტაბის ვენესუელა. მძინარა ჯოს მართვის სადავეები უკვე წაართვეს. მას სიტყვის თქმის უფლება არ აქვს“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.