„არჩევნების მოახლოებამ ოპოზიციურ სპექტრში არსებული განხეთქილება კიდევ უფრო გააღრმავა. “ევროპული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საერთო ელექტორატს ვერ ინაწილებენ, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთისგან დისტანცირებას.“-აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე.
მისი თქმით, მოსახლეობაში “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, რომ ისინი სხვა პარტიას მიეკუთვნებიან, ამომრჩეველი მათ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” თანაბრად აკისრებს პასუხისმგებლობას წინა მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე
„გიგი უგულავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად, სავაჭრო სახლად მოიხსენია. მისი შეფასება გადაჭარბებული ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენად მოახერხებს “ევროპული საქართველო” ელექტორატის გაზრდას მსგავსი განცხადებებით, ფრიად საეჭვოა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეაქციონისტ ამომრჩეველში მსგავსი განცხადებები გაღიზიანებას იწვევს. მოსახლეობაში “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, რომ ისინი სხვა პარტიას მიეკუთვნებიან, ამომრჩეველი მათ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” თანაბრად აკისრებს პასუხისმგებლობას წინა მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე.
უგულავამ, ფაქტობრივად, უტოპიური სცენარი დახატა - ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა
მიიღონ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტი ხმა და “ქართულმა ოცნებამ” 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. დღევანდელი მონაცემებით, როგორ წარმოუდგენია მსგავსი სცენარი გიგი უგულავას, ამაზე უფრო კონკრეტულად არ უსაუბრია. შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულმა “ევროპულმა საქართველომ”, “გირჩმა”, “ახალმა საქართველომ” და ცნობილი ბანკირების - ხაზარაძე-ჯაფარიძის “ლელომ”, მართლაც მოიპოვონ ერთად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტი ხმა, მაგრამ “ქართული ოცნების” 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნება.“- განაცხადა ალექსანტრე მიშველიძემ.
მისივე განცხადებით, გიგი უგულავას საკუთარი პარტიის რებრენდიგზე დიდი მუშაობა მოუწევს, რადგან მხოლოდ სახელწოდების შეცვლით, პარტიის წევრების იდეოლოგიის ცვლილება არ ხდება.
„გიგი უგულავას საკუთარი პარტიის რებრენდიგზე დიდი მუშაობა მოუწევს, რადგან მხოლოდ სახელწოდების შეცვლით, პარტიის წევრების იდეოლოგიის ცვლილება არ ხდება.“ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებული დაპირისპირება ისევ ამ პარტიებს აკარგვინებს ამომრჩეველს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაპირისპირება და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ “ქართული ოცნება” მარტივად შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას. დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებზე მიღებული არასახარბიელო შედეგების გამო, ერთმანეთის დადანაშაულებას გააგრძელებენ და მათი დაპირისპირება სამომავლოდაც გაგრძელდება.“- ამბობს ალექსანდე მიშველიძე.