ჯანმოს დირექტორი: თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, პანდემია დიდხანს გასტანს

ჯანმოს დირექტორი: თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, პანდემია დიდხანს გასტანს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დაძლევა სწრაფად შეიძლება, თუ ქვეყნები თავიანთ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად გამოიყენებენ.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება არ მოხდება, პანდემია ძალიან დიდხანს იარსებებს.

„თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად გამოვიყენებთ, მალე შევძლებთ პანდემიის დასრულებას. თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, პანდემია ჩვენთან ძალიან დიდხანს შეიძლება დარჩეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.